ქუჩაზე, სადაც კალანდარიშვილი ცხოვრობს, პოლიციას კორდონი აქვს

თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე, სადაც გიორგი კალანდარიშვილი ცხოვრობს, პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული და მოქალაქეებს საშუალებას არ აძლევს ს თავმჯდომარის სახლთან გასაპროტესტებლად მივიდნენ.
შატბერაშვილის ქუჩაზე მისულ ახალგაზდებს თავს დაესხნენ უცხო პირები, რომელთაც სახეზე პირბადეები ეკეთათ. როგორც მათ „ტვ პირველს“ უთხრეს, ისინი „მეზობლები“ არიან.