ევროპელ ჩინოვნიკებს ბოლო 2 წელში ხელფასი მეექვსედ ეზრდებათ

ევროკავშირის სტრუქტურების 40 000 თანამშრომელს წლის ბოლომდე ხელფასი 4,2%-ით გაეზრდება. მანამდე ჩინოვნიკებს ხელფასები მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 3%-ით მოემატათ. მთლიანობაში, 2022 წლიდან ეს ხელფასების უკვე მეექვსე, 15%-ით ზრდა იქნება. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.
ევროსტრუქტურების ჩინოვნიკთა ხელფასების ოდენობა ინფლაციის დონესთან, ასევე, ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ცხოვრების ღირებულების შეფასებასთან არის დაკავშირებული.
რიგითი თანამშრომლის მინიმალური საბაზისო ხელფასი თვეში 3 361-დან 3 603 ევრომდე, ხოლო მაქსიმალური 23 959 ევროდან 25 685 ევრომდე გაიზრდება. რაც შეეხება ევროკომისრის ხელფასს, ის 26 169-დან 28 053 ევრომდე მოიმატებს.
ხელფასის ზრდის შედეგად, ევროკომისიის პრეზიდენტი , წინა 32 101 ევროს ნაცვლად, 34 412 ევროს მიიღებს.
თუმცა, Bild-ის ცნობით, ხელფასების გარდა, ევროპელი ჩინოვნიკები პრემიებსაც იღებენ. მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენი დამატებითი ანაზღაურების ჩათვლით თვეში 40 000 ევროზე მეტს იღებს.
ხელფასების გასაზრდელად ევროკავშირი დამატებით 16.6 მლნ ევროს დახარჯვას გეგმავს, რომელიც ევრობიუჯეტის სხვა მუხლებიდან გადანაწილდება.
წყარო: bpn.ge