ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პარლამენტის” გათავისუფლების შემთხვევაში, “გადადგომის” პირობას დებს – რუსული მედია

ოკუპირებული ს ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მზად არის “გადადგეს”, როგორც კი “ოპოზიცია” ე.წ. პარლამენტისა და სხვა სამთავრობო შენობებს დატოვებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“როდესაც ისინი დატოვებენ შენობას, მე დავწერ გადადგომის განცხადებას, შემდეგ კი ახალ არჩევნებზე ვნახავთ, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვთ მათ,” – აღნიშნა ბჟანიამ სოფელ ტამიშში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემთხვევაში დაინიშნება ახალი , რის შემდეგაც ოკუპირებულ აფხაზეთს, დროებით, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ ის მზად არის, კვლავ მიიღოს მონაწილეობა “არჩევნებში”.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში “ოპოზიცია” რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას აპროტესტებს, რომელიც, მათი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთისთვის საფრთხის შემცველია.
მათი შეხედულებით, შეთანხმება გამოიწვევს ფასების ზრდას და ადგილობრივ ბიზნესს დააზარალებს. მათ საკანონმდებლო განხილვის გადადება მოითხოვეს და ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართეს.
გუშინ, 15 ნოემბერს, დემონსტრანტებმა “ძალოვანი სტრუქტურების” წინააღმდეგობის მიუხედავად, ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს. დაპირისპირების შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები