დიმიტრი ხუნდაძე – მშვიდობისა და სიმშვიდის დავალება ხალხისაგან ხელისუფლებამ უკვე მიიღო – ახლა ამას ქმედითი ნაბიჯები სჭირდება და ეს ასეც იქნება

კადრულობენ იმას, რაც მათ სახეს კიდევ უფრო მეტად ნათლად წარმოაჩენს. ყოველგვარი უღირსი ქმედებებით ცდილობენ უგულებელყონ ხალხის არჩევანი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი წერს , რითაც დღეს ში და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
მისივე თქმით, ყველა უკანონობას კანონი გასცემს პასუხს და ქვეყანა და საზოგადოებაც დაცული იქნება.
„კადრულობენ იმას, რაც მათ სახეს კიდევ უფრო მეტად ნათლად წარმოაჩენს. ყოველგვარი უღირსი ქმედებებით ცდილობენ უგულებელყონ ხალხის არჩევანი. დესტრუქციული ოპოზიცია და მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, ხალხის ნდობის გარეშე, ძალადობით და სამარცხვინო საქციელით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.
საზოგადოების უმრავლესობამ მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას დაუჭირა მხარი, რასაც ცალ ფეხზე მდგომმა კრიმინალებმა ბრძოლა გამოუცხადეს. მშვიდობისა და სიმშვიდის დავალება ხალხისაგან ხელისუფლებამ უკვე მიიღო. ახლა ამას ქმედითი ნაბიჯები სჭირდება და ეს ასეც იქნება. უკანონობას კანონი გასცემს პასუხს და ქვეყანაც და საზოგადოებაც იქნება დაცული!” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – გაბრაზებული ხალხი მოდის, რომ 13-წლიანი დანაშაულებისთვის უზურპატორს პასუხი აგებინოს და ვიღაც ჩვენი კოლეგა გამოდის და ამბობს: „რომელიღაც საარჩევნო უბანზე არ უშვებენ წარმომადგენელს ან აგიტატორს”