“არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ჟურნალისტი პოლ მერსონი მაიკ ტაისონისა და ჯეიკ პოლის ბრძოლას გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, პოლმა “რკინის” მაიკი 8 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
მერსონის თქმით, ფორმაში მყოფი ტაისონი პოლს 90 წამში გაანადგურებდა.
“ფორმაში მყოფი ტაისონი მერსონ 90 წამში გაანადგურებდა, 58 წლის მაიკმა 8 რაუნდის განმავლობაში იბრძოლა, ბევრად უკეთეს ფორმაში მყოფ და მასზე თითქმის ორჯერ პატარა მოკრივის წინააღმდეგ.
შეგიძლიათ ტაისონს დასცინოთ, თუმცა მას ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს. მაიკი ყოველთვის ლეგენდა იქნება”, – დაწერა მერსონმა სოციალურ
ქსელში.