ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს, 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს საბოლოო შედეგები შეაჯამა.
შემაჯამებელი ოქმისთვის ხელი არ მოუწერიათ ში ოპოზიციის წარმომადგენლებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომელსაც ცესკოს ოფიციალური შედეგებით 89 მანდატი აქვს მოპოვებული, ოპოზიციას კი – 61. ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და ასევე საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.
დღევანდელი სხდომა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. სხდომის დასაწყისში ცესკოს თავმჯდომარე გიოგი კალანდარიშვილს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ შავი სითხე შეასხა. ამის შემდეგ ცესკოს სხდომა შეწყდა.
სხდომის განახლების შემდეგ კალანდარიშვილი ახვეული თვალით დაბრუნდა და მისთვის შავი სითხის შესხმას პროვოკაცია უწოდა.
სხდომის პარალელურად, დილიდან აქცია მიმდინარეობს ცესკოს შენობასთან. ცესკოს შენობაში პოლიაა მობილიზებული.