“რას იჭიმები, ქუჩაში ხომ არ გგონია შენი თავი? ” – დაპირისპირება ცესკოში: დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს, სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა

ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რეს გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­სა და ცეს­კო­ში „ერ­თი­ა­ნო­ბა – ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელს, და­ვით კირ­თა­ძეს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.
მას შემ­დეგ, რაც კირ­თა­ძეს სხდო­მა­ზე სი­ტყვა არ გა­აგ­რძე­ლე­ბი­ნა, მან გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილს, სა­ვა­რა­უ­დოდ, შავი სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხა.
“რეგ­ლა­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ორი წუთი ამო­გე­წუ­რათ, სად არის ეგრე, რომ და­გას­რუ­ლე­ბი­ნოთ? თქვე­ნი ეს გა­მოს­ვლა და პო­ლი­ტი­კუ­რი არ უკავ­შირ­დე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბელ ოქმს. რას იჭი­მე­ბი აქ, ქუ­ჩა­ში ხომ არ გგო­ნია შენი თავი? არ გას­რუ­ლე­ბი­ნებ! მიბ­რძან­დით, კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ!“ – გა­ნა­ცხა­და კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.
“რეგ­ლა­მენ­ტის დაც­ვა თუ გინ­დო­და, სხვა რა­მე­ში და­გეც­ვა. შენ ხარ სირ­ცხვი­ლი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სირ­ცხვი­ლი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის შავი ლაქა. შენი რე­ა­ლუ­რი სახე რა არის გი­თხრა, ეს შავი ლაქა” – მი­მარ­თა კირ­თა­ძემ კა­ლან­და­რიშ­ვილს და სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხა.
პა­რა­ლე­ლუ­რად ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხდო­მის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.