შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად მთაწმინდის ფერდობის გამწვანებით სამუშაოებში მონაწილეობდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებთან ერთად მთაწმინდის ფერდობის გამწვანებით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პარლამენტის წევრებმა მთაწმინდის ფერდობზე სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს.
„პროექტი მოიცავს 700 ჰექტრამდე ტერიტორიას. მოიჭრა გამხმარი ხეები და ეტაპობრივად მიმდინარეობს ახალი ნერგებით შევსება. დღეისთვის დარგულია 150 ათასამდე ახალი ნარგავი, რომელთა რაოდენობა წლის ბოლომდე 200 ათასს მიაღწევს. პროექტი საერთო ჯამში 700 ათასი ახალი ნერგის დარგვას ითვალისწინებს.
ასევე შეიქმნა მცირე ინფრასტრუქტურა, რეაბილიტირებულია 20 კმ-მდე ტურისტული ბილიკი, მონტაჟდება ძელსკამები, ეწყობა თბილისზე გადმოსახედები, მთაწმინდის ფერდობის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტს ფონდი „ქართუ” ახორციელებს და მისი ღირებულება 22 მილიონ ლარამდეა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი