კანდიდატის სტატუსის მოლოდინში – იმოქმედებს თუ არა უკრაინის საკითხზე უთანხმოება საქართველოზე და რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გზაზე არსებობს, “ქართული ოცნების” განმარტებით, საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოლაპარაკებები, რომელსაც უნგრეთი და ევროკავშირი ზე აწარმოებენ, მხოლოდ იმ ქვეყნებს ეხებათ და მათთან საქართველოს გაიგივება ან დაკავშირება, არასერიოზულია. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ირაკლი კობახიძის თქმით, ბუდაპეშტი თბილისის ძლიერი პარტნიორი და მხარდამჭერია, რასაც ქართულ დელეგაციას კიდევ ერთხელ უდასტურებენ.
“ქართული ოცნებისგან” განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ თუ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას დაბლოკავს, ეს სერიოზული დაბრკოლება იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მოლდოვასთვისაც.
ოპოზიციის ერთი ნაწილისგან განსხვავებულია გიორგი გახარიას გუნდის მოსაზრება. პარტია “საქართველოსთვის” ფიქრობს, რომ უნგრეთის მოლაპარაკებები, საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკვე გადაწყვეტილია.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, ოპოზიციის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ერთ კონტექსტში წარმოჩინება, მიუხედავად ტრიოს არსებობისა, მაინც არასწორია. არგუმენტად საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს გასული წლის მაგალითი მოიყვანა, როდესაც ტრიოს ქვეყნებიდან სტატუსი მოლდოვას და ს მიენიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა.
ევროკავშირი საკუთარ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, 14-15 დეკემბერს გამოაცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ვინმე შეეცდება, გვერდი აუაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია მოგვიანებით გავავრცელოთ ე.წ მემკვიდრე პარტიებზე, აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო სარჩელში სახელების და გვარების ჩამოთვლა

მცირე პარტიებთან მიმართებაში გავითვალისწინეთ საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ თუ პარტია პოლიტიკურ პროცესზე არსებითი გავლენით არ სარგებლობს, ის ვერ იქნება საფრთხე კონსტიტუციური წესწყობილებისათვის