აქციის მონაწილეებმა და სტუდენტებმა თსუ-ს პირველი კორპუსიდან მეორე კორპუსთან გადაინაცვლეს

ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა და სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მეორე კორპუსთან გადაინაცვლეს.
როგორც ორგანიზატორებმა შეკრებილებს განუცხადეს, მეორე კორპუსთან გადანაცვლების მიზეზი არის ის, რომ სწორედ ამ კორპუსში ატარებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ლექციებს.
ახალგაზრდებს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შესასვლელთანაც სამართალდამცავების კორდონი დახვდა.
სტუდენტები სკანდირებენ: შეგვიშვით, შეგვიშვით!“

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ირაკლი ღარიბაშვილს განცხადება მოლოდინებისთვის არ გაუკეთებია, როგორც ახსნა, ეს იყო მისი უკიდურესი ნაბიჯი, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მორალური თვალსაზრისით – წერილები ეტაპობრივად გავრცელდება