იოჟეფ საბო: მინდა ვცდებოდე, მაგრამ საქართველოსთან დავმარცხდებით

16 ნოემბერს, ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები ს უმასპინძლებს. ჩვენი მეტოქის ყოფილმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ მომავალი მატჩის შესახებ sport.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
– სამწუხაროდ, ჩვენს ნაკრებს საკადრო პრობლემები აქვს: ხან ერთი ფეხბურთელი გახდა ავად, ხან მეორე ტრავმირებულია. მწვრთნელს მოთამაშეების ხელთათმანებივით გამოცვლა უწევს. ამ სიტუაციაში სერგეი რებროვმა ბიჭები სხვადასხვა გუნდებიდან უნდა მოიწვიოს – კერძოდ, “რუხიდან”. თუმცა, საკითხავია, რამდენად მაღალია ამა თუ იმ ფეხბურთელის დონე. ხდება ხოლმე, ვუყურებ ჩვენს ფეხბურთელებს, როგორ იჭერენ ბურთს, როგორ მიიწევენ წინ, როგორ აკეთებენ გადაცემებს… ძალიან სუსტი
ბიჭები არიან. ძალიან… მაგრამ ვერაფერს იზამ: უნდა შეურიგდე იმას, რაც გვაქვს.
– როგორ ფიქრობთ, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ნაკრებს საქართველოსთან შაბათის მატჩში?
– მინდა ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ, დავმარცხდებით. ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ. მით უმეტეს, ისინი ბათუმში ითამაშებენ. იქ უკრაინელები ცოტანი იქნებიან, ჩვენ ხომ ვიცით, საქართველოში რა ხდება, ეს რუსული კვალია.
– რას აღნიშნავდით ქართველი ფეხბურთელების მოქმედებაში პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის წინააღმდეგ პირველ თამი?
– ეს შეხვედრა ყველამ ვნახეთ, ამიტომ გვახსოვს, რომ ქართველებს საკმაო მომენტები ჰქონდათ და გოლის გატანაც შეეძლოთ. მაგრამ ასეთია ფეხბურთი.
– დღემდე, საქართველოსთან დუელებში უკრაინის ნაკრებისთვის ყველაფერი პოზიტიურად წარიმართა – არც ერთი მარცხი არ დაფიქსირებულა.
– ეს ასეა, მაგრამ გაგვიმართლა, როდესაც ქართულ გუნდს ოქტომბერში მოვუგეთ. ახლა კი ჩვენი მოწინააღმდეგე საკუთარ მოედანზე ითამაშებს, სადაც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს. გარდა ამისა, შაბათის თამაშში უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. ვნახოთ.