2024 წლის აპრილში Galt&Taggart-მა 6 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები ბათუმში აქვთ.
შედეგებზე დაყრდნობით, პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 2024 წლის 9 თვეში წლიურად 22.9%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება ადგილობრივებზე და რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვების კლებას უკავშირდება. ამის საპირისპიროდ, ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდვები წლიურად თითქმის 55%-ით გაიზარდა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვები შედარებით ნაკლებად შემცირდა.
„მომავალში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მაღალ მოთხოვნას შემოსავლიანობის მაღალ დონეზე შენარჩუნება განსაზღვრავს. სურათი მსგავსია მეორად ბაზარზეც.
ჯამურად 2024 წლის 9 თვეში მეორად ბაზარზე 4,752 ბინა გაიყიდა, რაც 10.0%-იანი წლიური კლებაა და მიგრანტების გადინებითაა განპირობებული.
ბათუმში პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა განაგრძო ზრდა და წინა კვარტალთან შედარებით 3.0%-ით გაიზარდა, თუმცა ფასის ზრდის ტემპი შენელებულია.
2022-23 წლების განმავლობაში, ფასების ზრდის ყოველთვიური ტემპი 2-3%-ს შეადგენდა, თუმცა 2024 წელს 1%-ზე დაბალია. 2024 წლის 9 თვეში, ბათუმში გაყიდული ბინების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 675.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 10.0%-ით ჩემორჩება და ბინების გაყიდვების შემცირების შედეგია“, – ნათქვამია Galt&Taggart-ის რეგიონული საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში.