“შიმშილობის დაწყებას ვაპირებდით, მაგრამ…” – ბათუმელების პასუხი ბსუ–ის რექტორს

ონისე ჯოყელიძე აქვეყნებს ფოტოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და წერს:
შიმშილობის დაწყებას ვაპირებდით, მაგრამ ფიზიკურად არ გამოგვდის. მადლობა ბათუმელებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გვამარაგებდნენ
ცნობისთვის, გუშინ, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტი დაიწყეს, მათ მალევე შეუერთდათ სტუდენტები არაერთი უნივერსიტეტიდან.
ისინი აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს, ასევე, ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იყო ჩართული პროსახელისუფლებო რიტორიკაში და არჩევნების გაყალბებაში. ითხოვენ, გათავისუფლდეს უნივერსიტეტი პოლიტიკური მარწუხებიდან.
გუშინ საღამოს სტუდენტებს შეხვდა უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც ამბობდა, რომ ოცნების პარტიულ შეხვედრებზე არასამუშაო საათებში დადიოდა. ის სტუდენტებს ეუბნებოდა, რომ მათ არ ჰქონდათ ღამით უნივერსიტეტის შენობაში დარჩენის უფლება, თუმცა, არ პასუხობდა კითხვას, რა გზით აპირებდა სტუდენტების გაყრას შენობიდან. რექტორმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ის არაა დიქტატორი და ამიტომ არ იცის, პარტიული ნიშნით გაიცა, თუ არა გრანტები, ან პარტიული ნიშნით ფინანსდებოდა, თუ არა, რიგი პროგრამები, ან პარტიული მაისურებით დაიოდნენ, თუ არა, მისი ადმინისტრაციის წევრები.
ღამით, უნივერსიტეტის შენობაში, სადაც, როგორც სტუდენტები ამბობენ, არ მოდის წყალი, გაითიშა ელექტროენერგია, შესაბამისად, შუქი და გათბობა. როგორც ჩანს, რექტორი თვლის, რომ ესაა არადიქტატორული ქცევა.
პასუხად, ბათუმელებს უნივერსიტეტის შენობაში მყოფ სტუდენტებთან პლედები, საძილე ტომრები და საკვები მიჰქონდათ.
http://