ოფიციალურად: რანიერია “რომაში” მესამედ დაბრუნდა

“რომამ” ოფიციალურად გვაუწყა, რომ გუნდს სეზონის ბოლომდე ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი გაწვრთნის.
გამოცდილმა მენეჯერმა “ჯალოროსი” მესამედ ჩაიბარა. პირველად ის “მგლებს” 2009/11-წლებში, ხოლო მეორედ 2019 წელს ავარჯიშებდა.
აღსანიშნავია, რომ რანიერი ამ სეზონის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობისთვის ერთგვარი მრჩეველი იქნება და ახალი მწვრთნელის შერჩევაში დაეხმარება.