ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეას ინიესტამ თავის კომპანია NSN-თან ერთად დანიური კლუბი “ჰესლინგორი” შეიძინა, რომელიც ქვეყნის რანგით მე-3 ლიგაში ასპარეზობს.
მოგეხსენებათ, “ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა საფეხბურთო კარიერა ახლახანს დაამთავრა და როგორც ჩანს, ახალი საქმიანოც წამოიწყო.
“ჰესლინგორი” დანიის მე-2 დივიზიონში (რანგით მე-3 ლიგა) 19 ქულით 12-გუნდიან შეჯიბრში მე-7 ადგილს იკავებს.