იტალიური Repubblica “ბარსელონაში” “ნაპოლის” ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის ახალ დეტალებზე წერს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი “პარტენოპეის” 80 მილიონი ევროს შეთავაზებას გაუკეთებს. ეს სწორედ ის თანხაა, რაც ჩვენებურის მხარეს “ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსასყიდ ოდენობად ჩაწერა სურს.
მოგეხსენებათ, გუშინ იტალიურ და ესპანურ სპორტულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი “ბარსელონას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა.
ქართველი ზაფხულში “ბლაუგრანას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება და მის გარდა ჰანსი ფლიკის სიაში ლეროი სანე, მოჰამედ სალაჰი, ნიკო უილიამსი და რაფაელ ლეაოც არიან.