ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული – დღეს მასშტაბური დემონსტრაციაა დაანონსებული

აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმი, საპოლიციო და სამხედრო ძალებია მობილიზებული. ადგილობრივი მედია წერს, რომ, რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებამდე, დეპუტატებს მთელი ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ ე.წ. მთავრობის წევრები.
სესია 11:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივი ე.წ. ოპოზიცია მასშტაბურ დემონსტრაციას აანონსებს და ადგილობრივებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საკმარისი ძალა და საშუალებები აქვთ წესრიგის უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში დემონსტრაციები პერიოდულად იმართება. 12 ნოემბერს დააკავეს ე.წ. ოპოზიციონერებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი – მე რა ვიცი, რომ ჩემი IP არ გატეხეს და თვითონ არ რეკავდნენ? ბურჭულაძესა და ზოდელავასთან ახლობლობა და ნათესაობა კი არ უარგვიყვია, ადამიანები ერთმანეთს ვურეკავთ, მაგრამ ბაჩოს აქციასთან არანაირი კავშირი არ აქვს

ირაკლი კობახიძე: დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი – კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს