ასლან ბჟანიას განცხადებით, სოხუმის აეროპორტში ტექნიკური ავიარეისების განხორციელება დაიწყო

სოხუმის აეროპორტში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პირველი ტექნიკური ავიარეისები ხორციელდება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტელეკომპანია Абаза ТВ-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბჟანიას თქმით, ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგება.
2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“ განახორციელებდა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ორგანიზაციამ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი – მე რა ვიცი, რომ ჩემი IP არ გატეხეს და თვითონ არ რეკავდნენ? ბურჭულაძესა და ზოდელავასთან ახლობლობა და ნათესაობა კი არ უარგვიყვია, ადამიანები ერთმანეთს ვურეკავთ, მაგრამ ბაჩოს აქციასთან არანაირი კავშირი არ აქვს

ირაკლი კობახიძე: დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი – კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს