სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს

ერთა ლიგის A2 ჯგუფში იტალიამ გასვლაზე სანდრო ტონალის გოლით 1:0 მოუგო ბელგიას, საფრანგეთი კი საკუთარ მოედანზე ისრაელთან ფრეს დასჯერდა – 0:0.
ლუჩანო სპალეტის „სკუადრა აძურა“ 5 ტურის შემდეგ 13 ქულით ლიდერია, მეორე ადგილზე 10 ქულით საფრანგეთია, მესამეზე 4 ქულით ბელგია, ხოლო 1 ქულით აუტსაიდერია.
17 ნოემბერს იტალია საფრანგეთს მიიღებს, ისრაელი კი ბელგიას ბუდაპეშტში უმასპინძლებს.
ბელგია – იტალია 0:1
გოლი: ტონალი (10)
საფრანგეთი – ისრაელი 0:0