ნატალი ლუაზო: თბილისის მერი ცდება… ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება

ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპის საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად ევროდეპუტატი ნატალი ლუაზო X-ზე წერს.

“თბილისის მერი ცდება: ჩვენ არცერთ გუნდს არ ვუჭერდით მხარს. საქართველოს ხელისუფლებამ მიგვიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად. თაღლითობის მოწმენი გავხდით. ჩვენ ვერ ვუწოდებთ ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ეს ფაქტია და არა მოსაზრება”, – წერს ლუაზო.

იქამდე, კახა კალაძემ განაცხადა: “ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, ე.ი. არჩევნები ცუდად ჩატარდა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო

პაპუაშვილი – მსოფლიოში აღარავინ აღარ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო, რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! – ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია