საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ მადლობა ქართულ საზოგადოებას

საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ ს განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ მადლობა ქართულ საზოგადოებას
საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და ამ არჩევნებში საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი.
„ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები. ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ და ამასთან არის დაკავშირებული ის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა ამ არჩევნებზე.
ამ უპრეცედენტო აქტივობით რეალურად გაირკვა ის, რომ საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და ამ არჩევნებში საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას, რისთვისაც ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აგენტურული ტელევიზიები კორუფციაში ბრალს სდებენ მათ, ვინც ყველაზე მეტად ებრძვის კორუფციას. ბედავენ შანტაჟსაც კი, თუ ისინი არ „დალაგდებიან“ მათთან. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაექვემდებარებიან ნურავის შანტაჟს

არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარე რყევების საფუძველზე სახელმწიფო იყო დასუსტებული და შეიძლებოდა დაპირისპირებოდნენ, დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა, არასდროს დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ