ირაკლი კობახიძე – საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას”, კიდევ ერთხელ მადლობა ქართულ საზოგადოებას

საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ ს განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და ამ არჩევნებში საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა.
პრემიერის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი.
„ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები. ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ და ამასთან არის დაკავშირებული ის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ამ უპრეცედენტო აქტივობით რეალურად გაირკვა ის, რომ საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და ამ არჩევნებში საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას” და საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას, რისთვისაც ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე თქვენს გუნდთან ერთად და აგრძელებთ იმ დიდ გზას, რომელიც ჩვენმა დიდმა ერისკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა დასახა

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფები – 29 ივნისს გელოდებით პარლამენტთან – მნიშვნელოვანია, მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით