ერევანში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

„ბიბლუსისა“ და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება“ ინიციატივით, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ქართული წიგნის მორიგი კუთხე გაიხსნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წერს.
„ბიბლუსის“ და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” ინიციატივით.კუთხე Yerevan State University – ს ახლადგახსნილ ქართველოლოგიის ცენტრში მოეწყო.
„ჩვენს მოძრაობას სომხეთში ახალი ელჩები ჰყავს: ცენტრის ხელმძღვანელი – ედუარდ ზოჰრაბიანი, ქართული ლიტერატურის ლექტორი – ასია დარბინიანი, სტუდენტი – არევიკ ბალასანიანი, ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი: ნინო სპანდერაშვილი.
საგანგებო მადლობა არევიკს დიდი სამუშაოს შესრულებისთვის.
დიდი მადლობა ჩვენს გენერალურ პარტნიორს Gulf Georgia – ს”, – წერს გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ყველა ერთად ამ ყველაფერს გადავტეხთ და ისევ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით 9-წლიანი საამაყო „ოქროს ხანის“ დროს – აღნიშნულზე მაგარ რაღაცებს შევქმნით, ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შეტევა, კიდევ ერთხელ შეტევა!