,,თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, დაგვიკავშირდით” – პარტია ,,ჩვენ”

პარტია ,,ჩვენ” განცახდებას ავრცელებს და იმ მოქალაქეებს, ვისი უფლებებიც ირღვევა, დახმარებას სთავაზობს:
თუ თვლით, რომ სახელმწიფო თქვენს უფლებებს არღვევს!
თუ თვლით, რომ დამსაქმებელმა მონად გაქციათ!
თუ თვლით, რომ კორუფციის, ნეპოტიზმისა და კლანური მმართელობის გამო იჩაგრებით!
თუ თვლით, რომ სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხართ!
არ გაჩუმდეთ, რადგან თქვენ მარტო არ ხართ!
გახსოვდეთ: ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!
დაგვირეკეთ ან გვესტუმრეთ პოლიტიკური პარტიის „ჩვენ“ მოქალაქეთა საზოგადოებრივ მისაღებში.
ჩვენი პროფესიონალი იურისტები, ეკონომისტები, უფლებადამცველები, განათლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტები გაგიწევენ უფასო კონსულტაციას და სამართლის პოვნაში დაგეხმარებიან!
ჩვენ ვართ ხალხი – ჩვენი ძალა ერთიანობასა და მრავალფერონებაშია!
ჩვენი ტელეფონია: 557 23 23 26
ჩვენი მისამართია: წერეთლის 77

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ