საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 15 ნოემბერს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხელ მესხზე, ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი რიეკაში გაემგზავრება, სადაც პლეი-ოფის მეორე მატჩს ითამაშებს.
დღეს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 21-წლამდე ნაკრებმა მორიგი ვარჯიში გამართა. ხვალ კი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიში გაიმართება, მანამდე კი საპრესკონფერენციო დარბაზში, გუნდის მთავარი მწვრთნელი – რამაზ სვანაძე მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხებს.
14 ნოემბერი | განრიგი
17:00 | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
17:30 | საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ვარჯიში
19:00 |
ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების ვარჯიში
შეგახსენებთ, რომ მატჩისწინა ვარჯიშზე (საწყისი 15 წუთი) და მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაზე დასწრება, მხოლოდ აკრედიტირებული მედიის წარმომადგენლებისათვის არის დაშვებული.
ტრავმის გამო, გუნდის შეკრებას გაგრას მცველი, ირაკლი იაკობიძე გამოაკლდა.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).
15 ნოემბერი | საქართველო V ხორვატია | მიხეილ მესხი | 19:00
19 ნოემბერი | ხორვატია V საქართველო | რუევიცა | 22:00