ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატები მიმდინარეობს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის შინასმა საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და თქვა, რომ იგი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის სტანდარტს.
სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, შინასმა აღნიშნა, რომ როგორც წინასაარჩევნი პერიოდი, ისე 26 ოქტომბრის კენჭისყრის დღე “მნიშვნელოვანი დარღვევების” ფონზე წარიმართა.
“ეს არჩევნები სერიოზული დარღვევების ფონზე წარიმართა, რომელიც იყო, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ისე, არჩევნების დღეს. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის სტანდარტს. ადგილი ჰქონდა არათანაბარ პირობებს, რითაც ისარგებლა მმართველმა პარტიამ. მან გამოიყენა თავისი არსებითი რესურსები, მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია, პოზიციონირებდა, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, ირწმუნებოდა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია ევროკავშირის გზაზე დათრგუნა განსხვავებული აზრი. ამ ტაქტიკამ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ იმოქმედა, რომელიც შედარებით ფრაგმენტირებული რჩებოდა”, – განაცხადა მან.
დღეს, 13 ნოემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს შესახებ დებატები იმართება.
“საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” – ამ სახელწოდებით დებატების ინიციატორი ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოა. იგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ექვს კოლეგასთან ერთად.
იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დებატები 13-14 ნომებრის პლენარული სესიის დღის წესრიგში შესულიყო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ.
დღევანდელ სესიაზე ნატალი ლუაზომ წინადადება, დააყენა, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი თავი შეიკავა.
ფორუმი