ერდოღანის თქმით, თურქეთი ისრაელთან „ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს“

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი ისრაელთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს.
ერდოღანის განცხადებას გამოცემა Middle East Eye ციტირებს.
„თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, არ განაგრძობს ისრაელთან ურთიერთობას. ჩვენ მომავალშიც ამ პოზიციაზე ვიქნებით. თურქეთის რესპუბლიკამ გაწყვიტა ყველანაირი ურთიერთობა ისრაელთან“, – ამბობს იგი.
თურქეთმა ისრაელის მიმართ კრიტიკული პოზიცია ღაზაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: მამუკა მდინარაძის წასვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილებები აღარ განხორციელდება და მისი მასშტაბის ადამიანი აღარ არის მოაზრებული, რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი ერთად უფრო ქმედითი იყო