“ბავშვით საჯარო სივრცეში გამოსვლის რატომ უნდა მეშინოდეს, ასეთი უკულტურო და შეუგნებელი ხალხის გამო?” – წერილი სოციალური ქსელიდან

გამარჯობა, არვიცი რამდენად თემატურია მაგრამ ნამდვილად ძალიან სასოწარკვეთილი და აღელვებული ვარ და ვთვლი რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის უფლება და შესაძლებლობა მეც, ბავშვებიან ადამიანს ისე უნდა მქონდეს, როგორც სხვა ნებისმიერს. მოკლედ, საქმე რაშია: დღეს ჩემი ორი შვილით, 6 და 2 წლის, ვმგზავრობდი ავტობუსით, უფროსი იჯდა მშვიდად, პატარაც, უბრალოდ იცინოდა, ხაზს გავუსვამ რომ უბრალოდ იცინოდა ბავშვი, სხვა არაფერი გაუკეთებია მართლა, ან ეხმაურა ზედმეტად, ან ეკივლა, ეწივლა, ეტირა, ყირაზე გადასულიყო არაფერი მსგავსი, უბრალოდ წყლის ბოთლს გადმომიგდებდა მის პირისპირ მჯდომს და მაგაზე ხითხითებდა. ცოტა ხანში ვიღაც კაცის უკმაყოფილო ხმა მომესმა, რა თქვა ეგ არ მახსოვს, მაგრამ გავიგონე ჩემი შვილის სიცილით შეწუხებული ქალის ხმა – “რა ხდება მართლა და მართლა, დააწყნარეთ ეს ბავშვებიო” და აი მანდ უკვე ძალიან ავღელდი, ქალბატონო ბავშვი არ გყავთ სახლში, ბავშვი რანაირად უნდა გავაჩერო, თან მითუმეტეს რას აშავებს, ორი წლის ბავშვი იცინის, არ გაჩუმდა არაფრით, თან მეც უკვე მეკეტება როცა ბავშვებს ეხება საქმე და მაქსიმალურად ვცილობდი კულტურულად მესაუბრა, მააგრამ მეც რომ არ გავჩუმდი არ მოეწონა და “ახლა გასაგებია, შენ როგორ შვილებს გაზრდიდი აბაო” ცინიკურად მითხრა და მანდ უკვე არაადეკვატური გავხდი, მშვენიერი შვილები მყავს და თქვენი საქმე ნამდვილად არაა, დავიჯერო ისეთი ამოწყვეტილი ხართ, ოჯახში ბავშვი არ გყოლიათთქო? ს გარდა მართლა არაფრის ღირსი არ ხართ, სამი წელი ევროპაში ვიცხოვრე და მიუხედავად იმისა რომ იდეალური არაა იქაურობა, ბავშვი სულ რომ ყირაზე გადავიდეს საჯარო სივრცეში არავინ არაფერს გეტყვის ცუდად, ძალიან უზრდელი და შეუგნებელი ხართთქო და მისი ბედი, რომ უკვე ჩავდიოდი, თორემ ჩემს შვილებს ცუდად რომ ეხება ვინმე, მანდ უკვე თვალებში მიბნელდება და ყველანაირი ასაკობრივი და კულტურული ზღვარი იშლება, უფროსი ბავშვი ისე დაისტრესა, ვერ დავამშვიდე ვერაფრით. ჩემს ქვეყანაში, ბავშვით საჯარო სივრცეში გამოსვლის რატომ უნდა მეშინოდეს, ასეთი უკულტურო და შეუგნებელი ხალხის გამო? ალბათ, ასეთ ადამიანებში ვერ გავაღვიძებ სამოქალაქო შეგნებას და კულტურას, მაგრამ გულს მაინც მოვიოხებ, მადლობა!

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!