სევასტოპოლში აფეთქების შედეგად რუსეთის საზღვაო ძალების უფროსი ოფიცერი დაიღუპა

სევასტოპოლში აფეთქების შედეგად ს საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანი ვალერი ტრანკოვსკი დაიღუპა. იგი იმ მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც მაღაზიის წინ, პარკირების ადგილზე, აფეთქდა.
როგორც ქალაქის რუსმა ხელმძღვანელმა მიხეილ რაზვოჟაევმა ტელეგრამში დაწერა, აფეთქება ტარას შევჩენკოს ქუჩაზე დაახლოებით დილის 10 საათზე მოხდა. მანქანის მძღოლი, რუსული არმიის მოსამსახურე, სასწრაფო დახმარების მისვლისთანავე გარდაიცვალა.
სააგენტო “რია ნოვოსტი” იუწყება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები მანქანის ქვეშ იყო მოთავსებული. საგამოძიებო კომიტეტმა ტერაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ტელეგრამის არხ „მაშას“ ცნობით, ოფიცერი სარაკეტო კატარღების 41-ე ბრიგადის შტაბს ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ქვედანაყოფი მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ ომში, სადაც ბრიგადის ხომალდები „კალიბრისა“ და „მალაქიტის“ კლასის რაკეტებით ბომბავენ უკრაინის ტერიტორიას.
რუსი სამხედროები, უკრაინელი ოფიციალური პირები, რომლებიც რუსეთის მხარეს გადავიდნენ და სამართალდამცავები, რეგულარულად ხდებიან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი.

დასავლური და უკრაინული მედიის წყაროები, როგორც წესი, პასუხისმგებლობას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს და სამხედრო დაზვერვას აკისრებენ. ეს სპეცსამსახურები ხშირად პირდაპირ არ აფიქსირებენ თავიანთ ჩართულობას. ამჟამად აფეთქებასთან დაკავშირებით ს კომენტარი არ გაუკეთებია.