როდესაც შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციის პროცესს და მერე მარშით გამოდიან, მოგვეცით სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა და თვალთმაქცობა არ არსებობს – მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების მარშზე

როდესაც შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციის პროცესს და მერე მარშით გამოდიან, მოგვეცით სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა და თვალთმაქცობა არ არსებობს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ამ თვალთმაქცობასა და ფარისევლობაში ჩართულია სინამდვილეში ერთი ოპოზიციონერი , რომელიც სიმბოლურადაც აღარ არის პრეზიდენტი.
“ეს მარში თუ არ იქნა, გამორიცხულია პოზიტიური გადაწყვეტილება რომ იყოს. რა სისულელეს აკეთებენ, რაღაცნაირად მიეწებონ ამ თემას. ამ თემაზე მიწებება თუ უნდოდათ, მოსულიყვნენ, დამსხდარიყვნენ და ელემენტარული საქმე მაინც გაეკეთებინათ, ფული არ ეხადათ ლობისტებში საქართველოს დასაზიანებლად, წინა პერიოდში, ევროპაში და ამერიკაში არ ერბინათ ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის ჩასაშლელად, იქ სიბინძურეები, სხვადასხვა სტატიები არ შეეკვეთათ და ამაში უზარმაზარი თანხები – მილიონობით დოლარი არ გადაეხადათ და მერე საზოგადოება დაიჯერებდა, რომ მათაც რაღაც წვლილი შეიტანეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ გათავისებული ჰქონდათ, რომ წელს კი არა, შარშან მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. საქართველოსთვის პოზიტიურად, მომგებიანად რომ მოქცეულიყვნენ, წელს კი არა, შარშან გვექნებოდა კანდიდატის სტატუსი. შემთხვევით არ ვამბობ, ბევრი რამე იყო ამაზე დამოკიდებული, მაგრამ როდესაც შენ შიგნით მტრები გყავს, რომლებიც ებრძვიან ევროინტეგრაციის პროცესს და მერე მარშით გამოდიან, მოგვეცით სტატუსიო, ამაზე მეტი ფარისევლობა და თვალთმაქცობა არ არსებობს.
სამწუხარო იცით რა არის? ჩვენს მიერ მხარდაჭერილი და არჩეული პრეზიდენტი, ვითომ პრეზიდენტი, სიმბოლურადაც რომ აღარ არის და ფორმალური პრეზიდენტია, სინამდვილეში ერთი ოპოზიციონერი სალომე ზურაბიშვილიც ჩართულია ამ თვალთმაქცობასა და ფარისევლობაში. თუ ძალიან უნდათ, შეუერთდნენ საერთო ზეიმს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების დღეს იქნება და უკვე დაანონსდა. გამოვიდნენ წყნარად, მშვიდად, ცოტა თავი დახარონ და მოიბოდიშონ იმისთვის, რა სიბინძურეებიც აკეთეს მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რის ფასად უნდოდათ რაღაცების გაკეთება, ისიც მოინანიონ და მერე ოდნავ მაინც დავუჯერებთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს