სეულში ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან

სამხრეთ კორეის მთავრობა ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები რომლებიც რუსეთში იმყოფებოდნენ, უკვე ჩართვნენ უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო იმყოფება რუსეთში თუმცა ცნობილია, რომ მათი რიცხვი რამდენიმე ათას შეადგენს და მათი დიდი ნაწილი ელიტური რაზმის წევრია.
„ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთ კორეის ჯარები კურსკის რეგიონში გადავიდნენ ბოლო ორი კვირის განმავლობაში,“- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
კურსკის რეგიონი რუსეთში მდებარეობს, რომლის დიდ ნაწილსაც უკვე 3-თვეზე მეტია უკრაინული ძალები აკონტროლებენ. რეგიონზე კონტროლის აღდგენას მოსკოვი ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. სეული კი ამბობს, რომ ახლა რუს სამხედროებს საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებაში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები ეხმარებიან.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით ფხენიანსა და მოსკოვს შორის ურთიერთდაცვითი ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა, რომელსაც ხელი 2024 წლის ივნისში მოეწერა. დოკუმენტი ქვეყნებს ავალდებულებს შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დახმარება გაუწიონ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ