სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით სიას სარჩელის საფუძველზე დაწყებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა 2024 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის საფუძველზე დაწყებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამიკუსის წარდგენის მიზანია, სასამართლოს გაუზიაროს ის საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომელიც ამ შემთხვევაში არჩევნების ფარულობის უზრუნველყოფის სტანდარტს ეხება.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, მათ შორის, ყურადღება გამახვილებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://ombudsman.ge/res/docs/2024111317223182468.pdf