რატი იონათამიშვილი – სიების ჩახსნისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ გაკეთებული განცხადებები არც სამართლებრივი და არც პოლიტიკურია – ეს არის ამ ადამიანების სასოწარკვეთილების აღიარება, რადგან მათ საკუთარი მხარდამჭერები მოატყუეს

სიების ჩახსნისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ გაკეთებული განცხადებები არც სამართლებრივი და არც პოლიტიკურია – ეს არის ამ ადამიანების სასოწარკვეთილების აღიარება, რადგან მათ საკუთარი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები მოატყუეს, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
იონათამიშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამომრჩეველს ატყუებდა არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც და ახლა ამ ტყუილის გამო თავს იმართლებს.
„არ უნდათ იმის აღიარება, რომ ცდილობდნენ საკუთარ მხარდამჭერებს სიცრუეში ეცხოვრათ. შესაბამისად, ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანები ნამდვილად არ იმსახურებენ იმას, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. რაც ახლა ხდება, ეს ქვეყნის დემოკრატიისთვის უკეთესია. ჩვენი პოლიტიკური ველი რაც უფრო გაიწმინდება ასეთი მარგინალებისგან, მით უკეთესი იქნება დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან