ამ არჩევნების მთავარი საიდუმლო მაინც ნაცების 200 000 ხმის გაქრობაა.
წინა არჩევნენზე ნაცები და მისგან გამოყოფილი პარტიები ერთად დაახლოებით 600 000 ხმას იღებდნენ, მაგრამ ამ არჩევნებზე ორივე პარტიამ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ახლებმა” ერთად მხოლლდ 400 000 ხმა აიღეს. დაახლოებით იგივე სურათს იძლევა ეგზიტპოლებიც. ეგზიტპოლებთან შედარებით ცესკოს მონაცემებში ხმები “ნაცებს და “ახლებს” აკლიათ მხოლოდ, თორემ “ლელოს” და გახარიას პროცენტები იქაც და აქაც ერთნაია. ანუ სადღაც გაქრა ნაცური 200 000 ხმა “ოცნება” შალვა პაპუაშვილის თამადობით ამტკიცებს, რომ ნაცებმა და “ახლებმა” ეს ხმები “ლელოს” და გახარიას აჩუქეს, რომ მათ ბარიერი გადაელახათო. ალბათ, ხვდებით რამხელა სიგიჟეა ამის მტკიცება და ამ ვერსიაზე აღარც შევჩერდები. აბა, სად წავიდა 200 000 ხმა? თუ ისევ შევადარებთ ეგზიტპოლების და ცესკოს მონაცემებს, ვნახავთ რომ ცესკოს მონაცემებში “ოცნებას ” იმდენივე პროცენტით მეტი შედეგი აქვს, რამდენი პროცენტიც “ახლებს” და ნაცებს აკლიათ ერთად. მაშინ პასუხი მარტივი გამოდის – ქოცებთან წასულა. მაგრამ როგორ? 200 000 ნაცი ასე ერთი ხელის მოსმით გაქოცდა? გონება გაუნათდათ უცებ და მიხვდნენ , რომ ამდენი წელი არასწორ მხარეს იდგნენ? მე ერთი ვერსია მაქვს მხოლოდ: რადგან ნაცებს და “ახლებს” ყველაზე უკეთესი სტრუქტურები აქვთ რეგიონებში ანუ თითქმის ყველგან ოფიცილურად ყავთ აქტივი და პარტიის წევრები, შესაბამისად მათი ამომრჩრვლი ხელისუფლებისთვის ადვილად მიკვლევადი იყო, ამიტომ ძირითადად მათზე იმუშავეს – ვისი დაშინებაც შეიძლებოდა დააშინეს, ვისი ყიდვაც შეიძლებოდა, იყიდეს.
თუ თქვენ გაქვთ, სხვა ვერსია, გამოუშვით.