ევროპარლამენტში დღეს საქართველოს არჩევნებზე დებატები გაიმართება

ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.
დეპუტატები განიხილავენ საქართველოს სადავო საპარლამენტო ს შედეგებს, მათ შორის ს სავარაუდო ჩარევას. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგის შეცვლაზე ამ თემის დასამატებლად. გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებმა სხდომის გახსნაზე კენჭისყრით უნდა დაადასტურონ.
„ათასობით ადამიანი გამოვიდა საქართველოს ქუჩებში 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო საპარლამენტო ს შედეგის გასაპროტესტებლად, რომლის დროსაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გამარჯვება ხმების გაყალბებაში ს დახმარების შესახებ ბრალდებების ფონზე. აქციის მონაწილეები, სხვა საკითხებთან ერთად, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და სავარაუდო გაყალბების შესახებ სათანადო გამოძიებას“, — ნათქვამია ევროპარლამენტის პრეს-რელიზში.
საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ რეზოლუციის კენჭისყრა 25-28 ნოემბერს იგეგმება.