არანაირი აზრი არ აქვს თქვენს ფაფხურს – ედიერ გვენეტაძე ოპოზიციას

„ოპოზიციას მეტი რომ აღარაფერი დარჩენიათ სალაყბო, ახლა გამოვიდნენ და იძახიან პარლამენტში არ შევალთ და ამით პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთო. ვის ჭირდება თქვენი ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს ანუ 89 დეპუტატით არჩეულ ქართულ ოცნებას მისცა ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ – 1 მილიონ 200 ათასმა ადამიანმა“-წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
„ე.წ. ოპოზიციას არც შინ და არც გარედ არაფერი გაუვიდა და ქუჩებში თითო-ოროლა გზააბნეული უპატრონო ბატებივით დაბორიალობენ. ამდენად მეტი, რომ აღარაფერი დარჩენიათ სალაყბო, ახლა გამოვიდნენ და იძახიან პარლამენტში არ შევალთ და ამით პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთო.
ვის ჭირდება თქვენი ლეგიტიმაცია. როთს და მის თანამეინახეებს? შეგახსენებთ. როთი წავიდა პოლიტიკიდან და დროა თქვენც მიჰყვეთ მას უკან. როგორც ამ დრომდე აკეთებდით- ყველგან და ყველაფერში კუდში, რომ დაჰყვებოდით. იზიარებდით და აზიარებდით მის შეხედულებებსა და ქმედებებს.
ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს ანუ 89 დეპუტატით არჩეულ ქართულ ოცნებას მისცა ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ – 1 მილიონ 200 ათასმა ადამიანმა .
ამიტომაც ახლა თქვენი ხავილი იმისა პარლამენტში არ შევალთ და ამით ლეგიტიმაციას არ მივცემთ მე-11 მოწვევის პარლამენტსო, ეს ჰგავს აბდუშაჰილის და ბაში აჩუკის ჭიდაობის შემდგომ ქართველთა შეძახილს. სახელდობრ, ქართველმა ხალხმა ე.წ. ოპოზიციავ მმართველ პარტიასთან ერთად ბეჭებზე დაგდოთ მთელ საქართველოში და ახლა გინდთ “შადით და გინდ გამოდით”.
მიწაზე საგულდაგულოდ გართხმულ – გაგორებულ გვარამიებს, მელიებს, ვაშაძეებს, ხოშტარიებს, ბოკუჩავებს, გუბაზებს….მაინც არაფერი გეშველებათ და არანაირი აზრი არ აქვს თქვენს წაღმა-უკუღმა ფაფხურს. ვინაიდან 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს 4 წლით ლეგიტიმაცია მიცემული აქვს ქართველი ხალხისგან.“-წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს