“სწორედ ამ მუხლით ხელმძღვანელობენ პარტიები, რომლებმაც უკვე თქვეს უარი არჩეულ წევრებად რეგისტრაციაზე” –

“საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს”-ო გვარწმუნებს და უთითებს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლზე. “ქართული ოცნების” ნებისმიერი ბრძანების ბრმად შემსრულებელი ორგანოსგან კანონის სხვაგვარ განმარტებას არც შეიძლება ველოდეთ. არც მასთან კამათს აქვს რაიმე აზრი.
მაგრამ საქართველოს ამომრჩევლებისა და ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის ვიტყვი, რომ 120-ე მუხლი ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერ შუაშია. სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაცია გააუქმეო ამ წუთში ამას არ ეუბნებიან ცესკოს.
საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად: “ს საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.”
რამდენადაც მესმის, სწორედ ამ მუხლით ხელმძღვანელობენ ის პარტიები, რომელთა წევრებმაც დღეს უკვე თქვეს უარი არჩეულ წევრებად რეგისტრაციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატალია კანემი – UNFPA-ს მიზანია, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა მსოფლიო მასშტაბით, დაიცვას ქალები და გოგოები და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლებს ტრავმის გადალახვასა და ძალების აღდგენაში