უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული რაკეტები და 40-მდე დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული რაკეტები და 40-მდე დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა კიევის, პოლტავის, ჟიტომირის, სუმის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვისა და კიროვოგრადის ოლქებში ორი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა, ორი ისკანდერ-M ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 37 დრონი ჩამოაგდეს.
რუსული ძალების მიერ გაშვებული 47 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ორი ბელარუსისა და რუსეთის მიმართულებით გაფრინდა, ხოლო ორი დრონი ჯერ კიდევ ჰაერშია.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 90-მდე დრონი გაუშვეს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა რაკეტებისა და დრონების გამოყენებით კიევს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?