გურამ მაჭარაშვილი – ყოველთვის ვამბობდით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკული საზოგადოების უმრავლესობას არ გამოხატავდა და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას შევძლებდით

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკული საზოგადოების უმრავლესობას არ გამოხატავდა და -სთან ურთიერთობების გადატვირთვას შევძლებდით – როდესაც იყო კითხვები, რისი იმედი გაქვთ, სწორედ ამერიკული საზოგადოების იმედი გვქონდა და ამ იმედმა გაამართლა! – ეს განცხადება პარლამენტში, უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის არჩევით ამერიკის საზოგადოება სიმართლის, მშვიდობისა და ტრადიციების მხარეს დადგა.
„ვნახეთ, აშშ-ში და არჩევნები – საქართველოში. ვნახეთ, იქ რა ხარვეზები იყო და ეუთო/ოდირმა რაც დაწერა და ვნახეთ, რაც იყო საქართველოში. შესაბამისად, ორმაგმა სტანდარტებმა დასასრულს მიაღწია.
ამიტომ არის, რომ ტრამპი, რომელსაც ბრალი წაუყენეს და არჩევნების გაყალბების ბრალდებით აპატიმრებდნენ, ამერიკულმა საზოგადოებამ დიდი უპირატესობით და უმრავლესობით პრეზიდენტად აირჩია.
ეს მოაქვს ორმაგ სტანდარტებს!” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა