აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმის მერიასთან თანამშრომლობას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია ურთიერთთანამშრომლობას იწყებენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, დოკუმენტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მოაწერეს ხელი.
უწყების ცნობით, მემორანდუმის თანახმად გათვალისწინებულია უწყებებს შორის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა, რაც დადებით ზეგავლენას მოახდენს დროებით დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვასა და სოციალურ კეთილდღეობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ