3-4 დეკემბერს, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Summit 2024 გაიმართება

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაესწროთ Touch Summit-ს წელს:
წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება! Touch Summit, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის ლიდერებს, მეწარმეებსა და ინოვატორებს, გაიმართება 3-4 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში. თუ გატაცებული ხართ ტექნოლოგიებით, სტარტაპებით, ბიზნესით, ხელოვნური ინტელექტით და ინოვაციებით, წარმოგიდგენთ 5 მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ უნდა დაესწროთ TOUCH24-ს წელს.
· წვდომა ინდუსტრიის წამყვან ლიდერებთან
TOUCH24 უნიკალურ შანსს გაძლევთ ისწავლოთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საუკეთესო გონებისგან. 60-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი გაგიზიარებთ გამოცდილებას, მათ შორის: Google-ის UX დირექტორი, Oculus VR-ის თანადამფუძნებელი, Spotify-ის და Typeform-ის ყოფილი დიზაინის დირექტორბი და მსოფლიოში ტოპ 5 ჰაკერიდან ერთ-ერთი. თქვენ ასევე მოუსმენთ ისეთ მოაზროვნეებს, როგორიცაა Meta-ს ბიზნეს სტრატეგი და TED-ის მრავალგზის სპიკერი. ეს ექსპერტები გაგიზიარებენ საკუთარ ხედვებს წლევანდელ თემაზე, SWITCHING MINDSETS, რომელიც ფოკუსირებულია სწრაფი და ტრანსფორმაციული წარმატების მიღწევაზე.
· განუმეორებელი ნეთვორქინგის შესაძლებლობები
10-ზე მეტი ქვეყნიდან მოსალოდნელია 1000-ზე მეტი დელეგატის დასწრება, რაც Touch Summit-ზე ნეთვორქინგის უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის. თუ თქვენ ხართ სტარტაპის დამფუძნებელი, რომელიც ინვესტორებთან დაკავშირებას ეძებს, ან ტექნოლოგიის პროფესიონალი, რომელიც კარიერულ ზრდას ისახავს მიზნად, კონფერენციის ორი დღე სავსე იქნება ახალი კავშირების შესაქმნელად. გამორჩეული ნეთვორქინგ სესიები და “საიდ ღონისძიებები” საშუალებას მოგცემთ შეხვდეთ მსგავსად მოაზროვნე პროფესიონალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
· ვორკშოპები და პრაქტიკული სესიები
TOUCH24 მხოლოდ საკვანძო გამოსვლებზე არ არის ფოკუსირებული; აქ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პრაქტიკულ სწავლებასაც. კონფერენციაზე გაიმართება 6 ვორკშოპ სესია, სადაც ინდუსტრიის ექსპერტები გააძლიერებენ თქვენს ცოდნას UX/UI დიზაინში, ხელოვნურ ინტელექტში, ბიზნეს სტრატეგიაში და ტექნოლოგიების განვითარებაში. ეს სესიები გათვლილია იმისთვის, რომ გაგაძლიეროთ საჭირო ინსტრუმენტებისა და ტექნიკების ცოდნა, რაც თქვენს პროფესიულ განვითარებასა და ბიზნესს ზრდაში დაეხმარება.
· სტარტაპების ფოკუსი: Pitch კონკურსი და ექსპო
სტარტაპებს წლევანდელი სამიტი უნიკალურ შანსს აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური პროდუქტები. Startup Pitch კონკურსი, რომელიც Axel-თან და ჰოლანდიური Domino VC-სთან ერთად ხორციელდება, საშუალებას მისცემს შერჩეულ სტარტაპებს, წარადგინონ თავიანთი იდეები ჟიურის წინაშე, რომელიც შედგება საერთაშორისო VC-ებისა და ანგელოზ ინვესტორებისგან. რეგისტრაცია 17 ნოემბრამდეა შესაძლებელი. იხილეთ რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/mLaqVvugHBWRFDsL7
სტარტაპ ექსპო გამოაჩენს 30-მდე სტარტაპს, რაც მათ საშუალებას მისცემს წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია გლობალური აუდიტორიის, ინვესტორებისა და მედიის წინაშე. დამატებით, ექსკლუზიური ნეთვორქინგ სესიები ინვესტორებთან იდეალური პლატფორმაა კაპიტალის მოზიდვისა და თქვენი სტარტაპის სწრაფად განვითარებისთვის.
· ფანტასტიკური Afterparty და Night Touch ღონისძიება
TOUCH24 არა მხოლოდ სწავლისა და ნეთვორქინგისთვისაა განკუთვნილი — აქ გელით ასევე გართობა და ნეთვორქინგი არაფორმალურ გარემოში! სამიტის დასასრულს გაიმართება Night Touch ღონისძიება — სამიტის Afterparty, რომელიც მოიცავს მისასალმებელ სასმელებს, შესანიშნავ მუსიკას და მხიარულ ატმოსფეროს. სამიტის საბოლოო, გამორჩეული ნაწილი ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ!
თუ მზად ხართ განავრცოთ თქვენი ხედვა, მიიღოთ ახალი ცოდნა და დაუკავშირდეთ გლობალურ ლიდერებს, Touch Summit 2024 ღონისძიებაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
პირველი კალათის ბილეთები გაყიდვაშია სამიტის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://touch.ge/touch24
(R)