ირაკლი კობახიძე – COP29-ის კონფერენციის ფარგლებში, საუბარი გვქონდა არაერთ ლიდერთან იმ თემებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკურ პროცესებს, ეს ფორმატი ამისთვის მაქსიმალურად გამოვიყენეთ

ჩვენი მონაწილეობა COP29-ის კონფერენციაში სხვადასხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში, პრემიერმა ისაუბრა როგორც გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე, ასევე, საშუალება ჰქონდა პარტნიორებთან ერთად განეხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
„მთავარ თემებზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, მაგრამ ამასთან ერთად ასეთ ფორმატებში ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნიდან გავესაუბროთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. აქაც გვქონდა არაერთ ლიდერთან საუბარი იმ თემებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის გარშემო პოლიტიკურ პროცესებს და ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენეთ ამისათვის“, – განაცხადა პრემიერმა.