კახა კალაძე – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულა – მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს საქართველო-უკრაინის თამაშზე

ქართველი გულშემატკივრები საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის ნახვას 16 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზეც შეძლებენ.
როგორც თბილისის მერმა მ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მიიღო, ვინაიდან ს სტადიონის ტევადობა ყველა გულშემატკივრის მასპინძლობის საშუალებას არ იძლევა.
„16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ს მასპინძლობს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო ჩვენს ბიჭებს. ძალიან მნიშვნელოვანია სამი ქულა. როგორც იცით, აღნიშნული შეხვედრა გაიმართება ბათუმში. ძალიან ბევრ გულშემატკივარს აქვს მატჩზე დასწრების სურვილი, თუმცა სტადიონის ტევადობა ამ ყველაფრის შესაძლებლობა არ იძლევა. როგორც წინა შემთხვევებში, ახლაც, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე ქართველ გულშემატკივრებს მივცეთ შესაძლებლობა, უქომაგოს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მობრძანდით, აღნიშნული სივრცე ყოველმხირვ მოწესრიგებული იქნება. განთავსდება დიდი ეკრანი, სადაც შესაძლებლობა გვექნება, ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.