გაეროს უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ აქვს უფლებამოსილება, განიხილოს აზერბაიჯანის და სომხეთის დავები

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ)12 ნოემბერს განაცხადა, რომ აქვს უფლებამოსილება განიხილოს დავები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღის რეგიონის გარშემო.
„სასამართლო თვლის, რომ მას აქვს იურისდიქცია 2021 წელს შეტანილი საქმეების განხილვისთვის“. სასამართლოს 17 წევრის გადაწყვეტილება იყო ერთსულოვანი.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სომხეთის სასარგებლოდ ორ საკითხში, ხოლო მესამე უარყო.
სასამართლომ უარყო წინასწარი საპასუხო სარჩელი, რომელიც ბაქომ წარადგინა „სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ საქმეში.
სამი წლის წინ სომხეთმა შეიტანა ამ სასამართლო ინსტანციაში საჩივარი აზერბაიჯანის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენციის დარღვევის შესახებ. შარშან აპრილში აზერბაიჯანმა წარადგინა თავისი წინასწარი საპასუხო სარჩელი. სასამართლომ დაადგინა, რომ „სომხეთი გულწრფელად შეეცადა, რათა აზერბაიჯანთან დაეწყო მოლაპარაკება დავის მოგვარებისთვის, როგორც ამას მოითხოვს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენციის 22-ე მუხლი“.
სასამართლოს თვლის, რომ ეს მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა. ამიტომ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ აზერბაიჯანის პირველი წინასწარი საპასუხო სარჩელი უარყოფილი უნდა ყოფილიყო.
ბაქოს მეორე საპასუხო სარჩელი ეხებოდა სასამართლოს იურისდიქციას, რომელიც ასევე იქნა უარყოფილი.
ერთ-ერთ საკითხი იყო სომხეთის მტკიცება, რომ სომეხი ეროვნების მოქალაქეები სისტემატური დისკრიმინაციის, მასობრივი მკვლელობებს და წამების მსხვერპლი იყვნენ აზერბაიჯანის ანტისომხური პოლიტიკის შედეგად, რომ ბაქომ ჩაიდინა მკვლელობები და წამება ადამიანების ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე. სასამართლომ განაცხადა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის აღიარებისთვის აუცილებელია ფაქტებისა და მასალების დეტალური გამოკვლევა და ამ საკითხის გადაწყვეტა პროცესის ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ფორუმი