საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში – ცესკო

საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში –
საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში.”- ამის შესახებ განმარტებას ცესკო აკეთებს.
“მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან რომ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, მათ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც ს შეფასებისას, მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითაც, სავარაუდოდ, ცესკოზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ.
საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, ამ საკითხთან მიმართებაშიც ზედმიწევნით დაიცავს კანონს.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით კი განვმარტავთ, რომ საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.
ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.”- ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ტიერი მარიანი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: შოკისმომგვრელია ბევრი ჩემი კოლეგის დამოკიდებულება, რომლებსაც არ სურთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიღება

ამერიკაში მოქმედი რომელიმე პირობითი „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უცხოეთიდან დაფინანსებული რომ ყოფილიყო ალბათ იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები გასაუქმებელია

„ნაცები“ და „ახალი ნაცები“ წერენ, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, „ლელო“ საერთოდ არაფერს არ საუბრობს, გახარია მათ ამ გადაწყვეტილებას დასცინის. ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა, მათი პატრონების კიდევ ერთი დავალება, რომ როგორმე ერთმანეთისგან გამიჯნონ – „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და გახარია