გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი კოალიციების – ცვლილებებისთვისა და ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის მიერ სიების ჩახსნას ასე ეხმაურება:
,,არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131).
როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას.
კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს.
არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ.”