პოლონეთის პრეზიდენტმა ლუკაშენკოს გამო საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ბაქოში კლიმატის სამიტზე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გამო საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია polsatnews დუდას გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს იყო პრეზიდენტის შეგნებული გადაწყვეტილება. საოჯახო ფოტო ოჯახური ფოტო, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არ სურდა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საოჯახო ფოტოს გადაღება“, – წერს გამოცემა.
სხვა ლიდერებთან ერთად, სამიტის საერთო ფოტო გადაიღო საქართველოს პრემიერ-მიერ მინისტრმა მ, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ახლოს დგას.
აღსანიშნავია, რომ 13 ოქტომბერს ბელარუსის საგამოძიებო ცენტრმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ ალექსანდრე ლუკაშენკოს კომპანიას აფხაზეთში 20 ჰექტარი მიწა გადაეცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს ლუკაშენკოს კომპანიისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში მიწის შესაძლო გადაცემაზე. უცნობია, ჰქონდა თუ არა ბაქოში ყოფნისას ირაკლი ს რაიმე კომუნიკაცია ალექსანდრე ლუკაშენკოსთან აღნიშნულ საკითხზე.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთსა და საქართველოს შორის ომისა და ორი დე ფაქტო რესპუბლიკის – სამხრეთ ოსეთისა და ს გაჩენის შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკო შეხვდა მათ „პრეზიდენტებს“ სოჭში. თუმცა შემდგომში ბელორუსს არასოდეს უღიარებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ლუკაშენკომ არაერთხელ თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის შეუფერებელი იყო.
2022 წლის აგვისტოს ბოლოს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მისი რეგიონი მზადაა, „ბელარუსისა და ს სამეკავშირეო სახელმწიფოს ნაწილი გახდეს“. 2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში სრულიად მოულოდნელად ჩავიდა.