ჯოზეფ ბორელი – ჩვენ საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდით, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევდნენ – მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად ჯერ კიდევ ჩაითვალონ

უკრაინასა და საქართველოს შორის მსგავსებას ვერ ვხედავ, მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ჩაითვალონ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა მსგავსება უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შორის ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მსგავსებას ვერ ხედავს.
„პირველ რიგში, უკრაინასა და საქართველოს შორის მსგავსებას ვერ ვხედავ. საერთოდ ვერ ვხედავ. ჩვენ ქართველ მმართველებს, საქართველოს მთავრობას ვეუბნებოდით, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევდნენ და თუ მათ სურთ, რომ ევროკავშირის წევრები გახდნენ, მაშინ უნდა შეცვალონ კანონი, რომელიც მიიღეს, არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემები გამოასწორონ და გზას დაუბრუნდნენ. მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, თუნდაც იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად ჩაითვალონ. მაგრამ უკრაინის შემთხვევაში საქმე ასე საერთოდ არ არის“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, მთავრობა და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებით სრულად დაინტერესებულია.
„უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებით სრულად არიან დაინტერესებულები, ისევე როგორც უკრაინული საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების შესახებ აღებული ყველაზე ძლიერი ვალდებულება ან უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიაა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია უკრაინას შევთავაზოთ. საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საქმე სხვაგვარადაა“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები – მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება