ისრაელის არმია ღაზის ჩრდილოეთში ოთხი ჯარისკაცის დაღუპვაზე იუწყება

ისრაელის არმიამ განაცხადა 12 ნოემბერს, რომ მისი ოთხი ჯარისკაცი მოკლეს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.
არმიის ცნობაში ნათქვამია, რომ ოთხივე, 11 ნოემბერს, „ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დაეცა ბრძოლის დროს“. ს არმიის მიერ პალესტინელთა ტერიტორიაზე – ღაზის სექტორში ოქტომბერში დაწყებული სახმელეთო საომარი ოპერაციის განმავლობაში სულ 376 ჯარისკაცი დაიღუპა – იტყობინება AFP-ი.
ღაზის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) თავდასხმისას ისრაელის სამხრეთზე 1200 პირი დაიღუპა და 250 გაიტაცეს, ისრაელის საომარი მოქმედების შედეგად პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში დაღუპული ადამიანების რიცხვი 43 ათასს გადასცდა, ხოლო დაშავებულია 102 ათასზე მეტი.

ასევე დაგაინტერესებთ