სოფელ ცემში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ცემში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბერის საყდრებამდე მისასვლელი გზის 772 მეტრიან მონაკვეთზე, არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა.
„გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და სამუშაოებს შპს „მშენებელი-2012″ ახორციელებს.
პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გენო ოსიყმაშვილი: ქეთას ერთხელაც არ შეშლია არც კოლეგიალობა, არც მეგობრობა და, რაც ყველაზე მთავარია – მოქალაქეობრიობა. როგორ შეიძლება ქვეყნისთვის უკეთესი იყოს ასეთი ადამიანის ციხეში ყოფნა?

გიორგი შარაშიძე – ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ვერავინ გვიკარნახებს კრიტერიუმებს, როგორი უნდა იყოს ოპოზიციონერობა – პარლამენტში ვისარგებლებთ უკლებლივ ყველა ინსტრუმენტით – „ოცნებას“ გინების არ ეშინია, ეშინია ჯანსაღი ოპონირების